Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არავითარი ხელის ჩამორთმევა არაფრის სანაცვლოდ” – რას ითხოვს ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან

June 1, 2026
“არავითარი ხელის ჩამორთმევა არაფრის სანაცვლოდ” – რას ითხოვს ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან

არ უნდა აღდგეს “ჩვეულებრივი ურთიერთობები“ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, არავითარი ხელის ჩამორთმევა არაფრის სანაცვლოდ – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოსლოში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დასავლელ პარტნიორებს მიმართა და ის მოთხოვნები გააცნო, რომელიც ქართველ საზოგადოებას გააჩნია.

ზურაბიშვილის თქმით, პატიმრების გათავისუფლება, სამართლიანი არჩევნები, რეპრესიული კანონების გაუქმება და თავისუფალი მედიის ზეწოლისგან გათავისუფლება – ეს ის საკითხებია, რაზედაც დემოკრატია უნდა იდგეს და სწორედ აქ სჭირდება ქართველ ხალხს დასავლური სამყაროს გვერდში დგომა.

“საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებისგან არ სჭირდება ქველმოქმედება, არ სჭირდება სიბრალული, არ სჭირდება ვინმე, ვინც ჩვენს ომს ჩვენს ნაცვლად იბრძოლებს ან ჩვენს ნაცვლად გაიღებს მსხვერპლს.
რაც გვჭირდება, არის მხარდაჭერა მათთვის, ვინც აქ და ახლა აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნები უნდა იქნეს გათვალისწინებული:

გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები;
ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
გაუქმდეს რეპრესიული კანონები, რომლებიც თავისუფალ მედიასა და მშვიდობიან პროტესტს ზღუდავს.

საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე უნდა შექმნას ახალი და უფრო ეფექტიანი მექანიზმები არჩევნებში ჩარევის პრევენციისთვის, მათი მონიტორინგისა და საარჩევნო პროცესის სამართლიანობის დასაცავად. არ უნდა აღდგეს „ჩვეულებრივი ურთიერთობები“ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან. არავითარი ხელის ჩამორთმევა არაფრის სანაცვლოდ.
ეს ბრძოლა საერთო ბრძოლაა. სამყაროში, სადაც დემოკრატია და თავისუფლება ვერ დამარცხდება ერთ ადგილას ისე, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს ყველა დანარჩენზე, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიახ! დიახ! სასამართლო პროცესები არ არის ცირკი!” – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა
  • ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად 2 ივნისიდან ამოქმედდება
  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჩიხლაძე “გრიფით საიდუმლო მოხსნას“ ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge