Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

June 1, 2026
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

გუშინ საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო, ის იყო რეფორმებისა და გარდაქმნების მაგალითი რეგიონში. თუმცა, ძალიან სწრაფად, მოხდა დემოკრატიის მიტაცება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოსლოში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში მდგომარეობა დღეს უკვე იმ წერტილამდე მივიდა, როდესაც საზოგადოება არჩევანის წინაშეა – ან საკუთარი თავი გადაირჩინონ, ან დაემორჩილონ დიქტატურას.

მან ყურადღება გაამახვილა პროტესტზე და თქვა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული კონტროლია დამყარებული.

“გუშინ საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო, ის იყო რეფორმებისა და გარდაქმნების მაგალითი რეგიონში. თუმცა, ძალიან სწრაფად, მოხდა დემოკრატიის მიტაცება, სახელმწიფოს მიტაცება, მოსახლეობის გაუცხოება და დამორჩილება. დღეს უკვე იმ წერტილამდე მივედით, როდესაც არჩევანის წინაშე ვართ— ან საკუთარი თავი გადავარჩინოთ, ან დავემორჩილოთ დიქტატურას.
მთელი სასამართლო სისტემა ერთპარტიული კონტროლის ქვეშ მოექცა. ეს პირადად ვნახე ჩემი იმპიჩმენტის პროცედურების დროს.
განაჩენების 100% პროკურატურის მოთხოვნას ემთხვევა. რეპრესიული კანონები თითქმის ყოველ მეორე დღეს მიიღება, უკიდურესად დაჩქარებული წესით მედიის, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ. ეს კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა.
მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცია უკვე აბსურდამდეა მისული — დღეს შეიძლება დაგაჯარიმონ ან დაგაკავონ მხოლოდ იმიტომ, რომ ტროტუარზე დგახარ.
ხდება საჯარო და ონლაინ სივრცის ცენზურა. ერთპარტიული კონტროლი დამყარებულია ყველა ინსტიტუტზე. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა დე ფაქტო უკვე შეზღუდულია, ხოლო შესაძლოა მალე დე იურეც აიკრძალოს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებული ორი საქმეა განხილვაში.
ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთ პარტიასა და ერთ ადამიანში. ამ ადამიანმა ახლახანს თავისი კერძო საკუთრების გარშემო 50-კილომეტრიანი აკრძალული საჰაერო ზონა გამოაცხადა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნიუსფიდის“ დევნას არ ვაპირებთ, იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები” – მამუკა მდინარაძე
  • “არავითარი ხელის ჩამორთმევა არაფრის სანაცვლოდ” – რას ითხოვს ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან
  • “ბოლო გადარიცხვის შემდეგ დამატებით ჩაირიცხა 54 878.6 ლარი და გადაირიცხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის” – ივერი შაინიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge