Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობის კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სსიპ-ი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ჩაატარებს

June 1, 2026
მთავრობის კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სსიპ-ი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ჩაატარებს

მთავრობის კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სსიპ-ი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ჩაატარებს.

ახალი უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი შესყიდვების ორგანიზებაზე. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვაც, რომლის სავარაუდო ღირებულება ერთ შესყიდვაში 500 ათას ლარს ან მეტს შეადგენს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას ჩაატარებს სპეციალური მოდულის გამოყენებით და დამატებითი მეთოდებით, მათ შორის პოტენციურ მიმწოდებლებთან კომუნიკაციის, წარსული შესყიდვების ანალიზისა და ღია კარის დღის ფორმატში შეხვედრების გზით. ბაზრის კვლევის მიზანი იქნება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, მიწოდების პირობებისა და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება.

ასევე განისაზღვრა საქონლისა და მომსახურების ფართო ჩამონათვალი, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდება. მათ შორისაა საწვავი, საკვები პროდუქტები, კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი, ფარმაცევტული პროდუქტები, სამედიცინო მოწყობილობები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, დაზღვევა, ბეჭდვითი და სატელევიზიო მომსახურებები.

ცენტრალიზებული შესყიდვების წესის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია ჩაატარებს. პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის, კონკურენციის, არადისკრიმინაციული მიდგომის, პროპორციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში გასული წლის ნოემბერში მიღებული ცვლილებებით იყო გათვალისწინებული. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყების მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ახალი სტრუქტურა დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით და შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერების, ისე ცენტრალიზებული შესყიდვების ფორმატში. ადმინისტრაციის ცნობით, რეფორმა ასევე უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ამჟამად კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში სახელმწიფო უკვე ახორციელებს ისეთი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას, როგორიცაა საწვავი, მობილური სატელეფონო მომსახურება, A4 ფორმატის ქაღალდი, პრინტერები, კომპიუტერული ტექნიკა, მედიკამენტები, სამედიცინო სახარჯი მასალები, კვების პროდუქტები, დაზღვევა და სხვა სტანდარტიზებული შესყიდვები. ახალი ორგანოს ამოქმედების შემდეგ ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთიან სისტემაში მოექცევა.

კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები. [BMG]

არსებული მდგომარეობით, მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:
ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერები
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერები
სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერები
სტანდარტული პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერები
სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ტენდერები
ნიღბების (პირბადის) კონსოლიდირებული ტენდერი
წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების კონსოლიდირებული ტენდერი
სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა
მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერები
სამედიცინო სახარჯი მასალების კონსოლიდირებული ტენდერები
ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანების კონსოლიდირებული ტენდერები
საბურავების კონსოლიდირებული ტენდერები
სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერები
ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი
სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების კონსოლიდირებული ტენდერები
თბილისის ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების შესყიდვა
სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების კონსოლიდირებული ტენდერები
სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების კონსოლიდირებული ტენდერი
ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი
ნაგავშემკრები კონტეინერების კონსოლიდირებული ტენდერი
საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი საქონელი და მომსახურება
არასტერილური სამედიცინო მარლა და ბახილები
უწყვეტი კვების წყაროები
საკონფერენციო სკამის კონსოლიდირებული ტენდერი
საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) კონსოლიდირებული ტენდერი
სასკოლო მერხებისა და სკამების კონსოლიდირებული ტენდერი
სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს
  • “ქალმა შვილი მაკრატლის გამოყენებით მოკლა…” – ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge