სქროლვის ახალი ჟანდარმერია თავად შეუქმნის მათ ავტორებს პრობლემას – ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ “პირველებს” განუცხადა.
იურისტი აპირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შექმნილი “სისტემური მონიტორინგის” სამმართველოში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ტროლ-ბოტების მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის მაგალითები გადაუგზავნოს.
“სქროლვის ახალი ჟანდარმერია, რომელიც საბჭოური მეთოდით იწყებს აზრისა და გამოხატვის კონტროლს, მე ვფიქრობ, რომ მათ ავტორებს თავად შეუქმნის პრობლემებს. ჩვენ ვთქვით, და მათ შორის მეც დავპირდი, რომ გავუგზავნოი მასალები მათივე დაქირავებული ადამინები, როგორი საშინელი ტერმინებით აყენებენ ადამიანებს შეურაცხყოფას და როგორი ფირმებით სწამებენ მათ ცილს. მოდიმ, მერე იკვლიონ ეს მასალები და მიხვდებიან, სად შეტოპოს”- აცხადებს ბესელია.
პირველი ივნისიდან მუშაობა დაიწყო ახალმა სპეციალურმა სამმართველომ, რომლის ფუნქციადაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“ განსაზღვრული – „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ.
სამმართველოში ათი ადამიანი იმუშავებს.
