დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი განმარტავს, რომ რცხილაძეს სასამართლოზე სიტყვის უფლების გამოყენება სურს, რადგან ბევრი აქვს სათქმელი.
უფლებადამცველთან საუბრისას დაკავებულმა განმარტა, რომ მისი დაკავება პრორუსული საბჭოს შექმნას უკავშირდება.
ამ ეტაპზე ისუვ უცნობია, რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან გულბაათ რცხილაძეს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ქვეყაა რუსეთი იყოს, მეორე კი ირანი. აღსანიშნავია, რომ ხმაურიანი დაკავების შემდეგ ირანის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ეს უკანასკნელი ირანში იყო მიწვეული.
ადვოკატი აცხადებს, რომ გულბაათ რცხილაძე ირანში ტელეკომპანია “ობიექტივიდან” უნდა წასულიყო და ჟურნალისტური საქმიანობა უნდა განეხორციელებინა.
“საქმეში გარკვეული ვიდეო-მასალები დევს, უბრალოდ, დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის მასალებია იქ. თვითონ, დაკავებას პოლიტიკურად აქტიურობას უკავშირებს, უკავშირებს იმ ფაქტს რომ “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა…
ირანში წასვლასს აპირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში გადაიფიქრა, ოჯახური მდგომარეობის გამო. შესაძლოა, ერთ-ერთი [მიზეზი] იყოს ირანი, შეიძლება არ იყოს. ირანში ჩვეულებრივად სიუჟეტი უნდა გაეკეთებიდათ, მედიაკავშირმა “ობიექტივმა” ჯგუფი გამოყო, ერთ-ერთი ბატონი გულბაათი იყო, ასევე ერთი ოპერატპრი და ერთი ჟურნალისტი კიდევ. მათ ირანში მიმდინარე პროცესები უნდა გაეშუქებინათ”- ამბობს ლაშა გოლუბიანი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
