ბოლნისში დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი:
გავრცელებული ინფორმაციით, დედამ ჯერ ბავშვი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
“რა წყეული დღეები გვაქვს!
ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7
წლის ბავში მოკლა მერე თვითმკვლელობა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიიყენა თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს.
ამბავი წუხელ საღამოს მოხდა.
პ.ს სავარაუდოთ დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდაო” – წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დედამ 7 წლის შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ფაქტი 31 მაისს მოხდა – მკვლელობაში ბრალდებული, 42 წლის ქალია.
