Monday, June 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს

June 1, 2026
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის შვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ანა ჩიხლაძის თქმით, “არავინ უნდა განადგურდეს გასაიდუმლოებული ბრალდებებით, ზეწოლით ან შეთითხნილი ნარატივით.”

მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას – წერს ჩიხლაძის შვილი

“გუშინ დააკავეს მამაჩემი – ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, ძალიან მძიმე ბრალდებებით და მას ახლა 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც მამაჩემს იცნობს ეს ამბავი აბსურდული და წარმოუდგენელია.

ირაკლი არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და თავდადებული ჟურნალისტი, ვისაც ვიცნობ და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ის მამაჩემია, ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვხედავდი, თუ რას მიუძღვნა პროფესიული გზა.

ყველაფერი ის, რასაც მამა აკეთებდა დაკავშირებული იყო საქართველოს კეთილდღეობასთან და მშვიდობიანი მომავლის განვითარებასთან. მან მასწავლა სიყვარული, სამართლიანობის პატივისცემა და ის, რომ პატრიოტობა არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის პასუხისმგებლობა, ღირსება და მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნა. ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩვენ ოჯახს ხშირად ძალიან ძვირად უჯდება პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.

2008 წლის აგვისტოს ომში ბიძაჩემის, ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძის რუსების მიერ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი ამ ტკივილს ყოველდღიურად ატარებდა, მაგრამ მას წამით არ მიუცია ამ ტკივილისთვის სიძულვილის გაღვივების უფლება. მან აირჩია ბევრად რთული გზა – დიალოგი, პროფესიონალიზმი და მშვიდობისკენ სწრაფვა, რაც ჩემთვის ყოველთვის გამაოგნებელი და შთამაგონებელი იყო.

ის მონაწილეობდა პროექტებში, რომლებიც აერთიანებდა ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მართავდა შეხვედრებს, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო საერთო ენის გამონახვა, სტერეოტიპების დამსხვრევა და საუბარი პროფესიულ საკითხებზე: ჟურნალისტურ ეთიკაზე, მედიაზე, კომუნიკაციაზე და იმაზე, როგორ შეიძლება ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრებმა ერთმანეთი კვლავ ადამიანებად დაინახონ.

მამაჩემს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ სიმართლეზე, ღირსებაზე, დემოკრატიასა და მშვიდობაზე დგას.

დღეს მას ბრალს სდებენ ისეთ რამეში, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა.

ამ ეტაპზე საქმეს ჯერ კიდევ საიდუმლოობის გრიფი ადევს. მას შემდეგ, ბრალის წარდგენიდან გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მსგავსი აბსურდი მას არ უნახავს. საქმეში არსებულ დოკუმენტებში საქართველო ნახსენები არ არის. წარმოუდგენელია ლაპარაკი ჯაშუშურ საქმიანობასა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ვიცნობ მამაჩემს. ვიცი მისი ღირებულებები. ვიცნობ მის საქმიანობას და ვიცი, რომ მას ყოველთვის საქართველოს სიყვარული ამოძრავებდა.

ეს მხოლოდ მამაჩემის საქმე არ არის. ეს რეალურად ყველას გვეხება. ახლა საკითხი დგას იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. თუ დღეს არ ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის, მაშინ ასე სათითაოდ დაგვჩაგვრავენ ყველას. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, და უმოქმედობა მხოლოდ ამარტივებს ტოტალური უსამართლობისა და განუკითხაობის დაკანონებას.

დღეს ეს მამაჩემია – ჟურნალისტი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობას, მშვიდობასა და მომავალს მიუძღვნა. ხვალ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თქვენთაგანი.

ჩვენ პატივს ვცემთ სამართლებრივ პროცესს, მაგრამ მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას. არავინ უნდა განადგურდეს გასაიდუმლოებული ბრალდებებით, ზეწოლით ან შეთითხნილი ნარატივით.

მამაჩემმა მასწავლა საქართველოს სიყვარული. მან მასწავლა, რომ პატრიოტიზმი არ არის სიძულვილი, შიში ან დუმილი. პატრიოტიზმი არის ღირსება, სიმართლე, გამბედაობა დაპასუხისმგებლობა.

და ახლა, როცა მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ჩვენ ვერ და არ გავჩუმდებით.

ჩვენი ოჯახი ძალიან რთული სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება. დაგვჭირდება მხარდაჭერა.

მივმართავ ყველას, ვინც იცნობს მას, ვინც იცის მისი საქმიანობა, ვისაც სჯერა სამართლიანობის, ან ვისაც უბრალოდ სჯერა, რომ ადამიანი რეალური მტკიცებულებების გარეშე არ უნდა გაანადგურონ.” – წერს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის შვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებული და დირექტორი ირაკლი ჩიხლაძე დააკავა.

ჩიხლაძის ძმა, გიგა ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების გაშუქების დროს ჩაცხრილეს.

სუს-ის მტკიცებით, დაკავებული პირი ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული კონტაქტებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, “სისტემურად ახორციელებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას”.

დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
  • 7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია
  • “იმედი” ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით წერს, რომ კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge