პოლიციის დეპოლიტიზებისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების მიზნით, „ძლიერმა საქართველომ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ცხრა პუნქტიანი გეგმა წარადგინა. ინიციატივა პოლიციის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას და ხელმძღვანელი პირების შერჩევის ახალი მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციის რეფორმის პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი ალეკო ელისაშვილიც არის.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება და პოლიციაში კარიერული წინსვლის გამჭვირვალე წესების დამკვიდრებაა. მათი განმარტებით, რეფორმა შსს-ში დამოუკიდებელი შერჩევის მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.
“ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს შსს-ში შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც დაცული იქნება ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან, რამაც უნდა გადააზღვიოს პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები, ეს არის კომისია, რომელიც უდა შეიქმნას და ამ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები, ცხადია, ყველა კანდიდატი უნდა იყოს შერჩეული იმ კრიტერიუმებით, რაც აკმაყოფილებს და უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონმდებლობას. ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს და როდესაც ხედავ, რომ დაუმსახურებლად ღებულობს ვიღაც მორიგ წოდებს, ჯილდოს, ეს ხომ ცალსახაა, რომ მისი რეპუტაცია ეცემა?!” – ამბობენ კოალიციაში.
