სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. განკარგულებას ასევე ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს კი გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
