პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამ წუთებში, მსჯავრდებული მოქალაქის ნათესავები კლინიკა “ვივა მედთან” იმყოფებიან. 29 წლის ნოდარ ტატუნაშვილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ კლინიკაში შეყვანიდან ერთ კვირაში პაციენტი კომაში ჩავარდა და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
ოჯახი ამბობს, რომ კლინიკამ სათანადო კვლევები არ ჩაუტარა პაციენტს, ახლა კი იმასაც არ ეუბნებიან, თუ როგორია 29 წლის ბიჭის მდგომარეობა.
ნოდარ ტატუნაშვილი ბათუმის ციხიდან თბილისის ჰოსპიტალში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც შიმშილობის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მსჯავრდებული ბათუმის ციხიდან თბილისის ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა და სწორედ ამიტომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას.
“ავიპარე ჩემი შვილის სანახავად, ექიმი ყვრიოდა, რატომ ამოუშვითო და ისიც არ მითხრა, ცოცხალია, კარგად არისო. უბრალოდ ფანჯრიდან მაინც შეეძლო დაენახვებინა ჩემი შვილი, რომ სუნთქავს” , – ამბობს პატიმრის დედა.
პატიმრის ოჯახი წევრების თქმით, გუშინ ნოდარ ტატუნაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ძალიან მძიმედაა, გვითხრეს, რომ ღვიძლმა დაიწყო ორგანოების შეჭმაო და ტვინში ცუდი მდგომარეობაა – ამბობს პატიმრის და.
“ვითხოვთ, გაგვარკვიონ, ცოცხალია თუ არა . რომ შემოიყვანეს ყოველდღე აქ ვართ. ექიმს ვთხოვე, სახელი და გავრი ვუთხარი და მეთქი მინდა შემოსვლა. რომ უთხრა ექიმმა სახელი და გვარი, ვერ იცნო ჩემი და. რეაგირება არ ჰქონდა. გამოვიდა და მითხრა, გაბუტულია არ მელარპარაკებაო, ახლა ასეთი პროტესტის ფორმა აქვსო. რას ნიშნავს. (დიახ, ეს არის თამარ დავარაშვილი) უნდა გადაემოწმებინათ ტვინში რა ხდება. ამათმა გამოკვლევები კი არ გაუკეთეს, ანალიზებში რომ ჩაიხედოთ, იფიქრებთ, რომ ჯანმრთელია. არ ეკითხებიან ნოდარის არაფერს. შეჰყავთ გლუკოზა 5%-იანი. ამთავრებს ქალბატონი თამარ დავარაშვილი მორიგეობას 5 საათზე, მიდის და დაახლოებით 3-4 საათში პაციენტს წნევა ისე, რომ რეანიმაციაში უნდა გადაიყვანონ. გუშინდელი მონაცემებით, ძალიან მძიმედაა, გვითხრეს, რომ ღვიძლმა დაიწყო ორგანოების შეჭმაო და ტვინში ცუდი მდგომარეობაა. გუშინდელი მდგომარეობით, ძალიან მძიმედაა”, – ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.
