Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გერმანიიდან საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა გართულდა – რატომ აღმოჩნდა საქართველო შავს სიაში?

May 29, 2026
გერმანიიდან საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა გართულდა – რატომ აღმოჩნდა საქართველო შავს სიაში?

გერმანიიდან საქართველოში ავტომობილის ჩამოყვანა გართულდა –  ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას მერსედესის ცენტრმა სატვირთო ავტომობილის გამოგზავნაზე უარი უთხრა – კომპანიისგან მიღებულ წერილში პირდაპირ წერია, რომ ემბარგოს შემოწმების მიზნით გადახდა ჯერ დაპაუზდა, შემდეგ კი შეწყდა – ბანკმა ტრანზაქციაზე უარი განაცხადა.

რატომ აღმოჩნდა საქართველო შავს სიაში – იურისტი ვარაუდობს, რომ  მიზეზი სანქციების შიშია. გერმანული კომპანიები, სავარაუდოდ, საქართველოში ავტომობილების გამოგზავნაზე სიფრთხილეს იჩენენ, რადგან არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ საქართველოში გამოგზავნილი მანქანები საბოლოოდ რუსეთში ხვდება, ხშირად მანქანები ფორმალურად შუა აზიაში იგზავნება, თუმცა ადგილზე არ ჩადის და რუსეთში რჩება.

საქართველოდან რუსეთში ავტომობილები მესამე ქვეყნის გავლით რომ ხვდება, ამაში საქართველო რუსულმა ანალიტიკურმა სააგენტომ გასულ წელს ამხილა – წერდა, რომ რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 218%-ით იყო გაზრდილი, თუმცა, ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არ ჩანდა – გამოიყენებოდა ისეთი ქვეყნები სანქციებიდან გვერდის ავლისთვის, როგორიცაა ყაზახეთი და ყირგიზეთი.

ასეთი სქემებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ და მაქსიმალურად ფრთხილობენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიას შესაძლოა, საქართველო არაფორმალურ ე.წ. შავ სიაში ჰყავდეს იმისთვის, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ქვეყანასთან ურთიერთობის დროს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • უმძიმესი ავარია გორში – ცნობილია ახალი დეტალები
  • ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge