საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ამა წლის 29 მაისს გარდაიცვალა ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მარკოზი (მანდარია).
სქემმონაზონი მარკოზი დაიკრძალება კვირას, 31 მაისს ამავე მონასტრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ მარკოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ოჯახს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი მარკოზი“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
