Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ოჯახის მოთხოვნაა, მოუხსნან ბრალი და შეეშვან” – პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა

May 29, 2026
“ოჯახის მოთხოვნაა, მოუხსნან ბრალი და შეეშვან” – პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა

ოჯახის მოთხოვნაა, მოუხსნან ბრალი და შეეშვან. ისეთ სტრესშია და შეშინებულია – ამბობს გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი ტვ პირველთან. ძმის თქმით, ლოცულაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა წუხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო.

“ორჯერ გული წაუვიდა და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ გადმოგვეყვანა საავადმყოფოში. ასევე, ჰქონდა ტანის ტკივილები, მკერდში ტკივილები, კისრის არეში ტკივილები, ხელი სტკიოდა, უკან თავი, გულისრევის შეგრძნებები. სასწრაფომ გადაწყვიტა, რომ ამ კლინიკაში შეეყვანათ.” – ამბობს გიგლა ლოცულაშვილი.

პაპუნა ლოცულაშვილი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია.

27 მაისს გორიდან გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საღამოს კი პირი, ვისზეც პოლიციელებმა იძალადეს – პაპუნა ლოცულაშვილი – დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ლოცულაშვილმა გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. პროკურატურამ 28 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით.

გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჯანმრთელი ადამიანი მოტივირებულია უფრო თავის საქმეში… ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით” – მიხეილ ყაველაშვილი
  • დმანისში მეცხვარეს ნიჩბებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ – რას ჰყვება დაზარალებული?
  • შსს ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge