ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალერტკარში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
“ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, დაჭრილი ტიკ-ტოკერი ზამი როგავაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძენაში მყოფი პირი მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ცეცხლასროლი იარაღით პენსიონერი მამაკაცის მიმართულებით გაისროლა, ხოლო ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.
ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაჭრილი ქალი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
