Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

May 29, 2026
გიგა ავალიანის საქმე – პროკურორის თქმით, მალანიამ მკვლელობაში ბრალდებულთან სატელეფონო კავშირი დაადასტურა

სასამართლო დღეს იმსჯელებს ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებული ორი მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 27 მაისს დააკავეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დადგინდა, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვებმა მათთვის მიუღებელ ადამიანთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფურ მოქმედებას გაუწიეს ორგანიზება. შერჩეულ მსხვერპლს ისინი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით გოგონების სახელით სწერდნენ და შეხვედრაზე ითანხმებდნენ, შემდეგ კი ჯგუფურად ძალადობდნენ, რასაც კამერით იღებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ.

2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს დიდ დიღომში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. იმავე წლის ივლისში გაბაშვილი, რიკაძე, სულაბერიძე და კასრაძე, სხვებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე ტელეფონით გადაიღეს.

გამოძიება გრძელდება ახლად გამოვლენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენის და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რიჟას იჭერენ?! არაა გამორიცხული, რომ რკინიგზაში განხორციელებული დაკავებების შემდეგ რიგი ზესტაფონის ფეროზეც მიდგეს” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
  • ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge