Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად, მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა” – გივი მიქანაძე

May 28, 2026
“სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად, მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა” – გივი მიქანაძე

სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი არის, რომ ეტაპობრივად ყველა სკოლაში არსებობდეს კვების შესაძლებლობა და პარალელურად, მოსწავლეებში დამკვიდრდეს ჯანსაღი კვების კულტურა, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მიქანაძის თქმით, სკოლებში კვების მიმართულებით შემუშავდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად არეგულირებს პერსონალის ჰიგიენის, მონიტორინგისა და კონტროლის საკითხებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს.

„სკოლებში კვების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. პირველ რიგში, შესწავლილ იქნა სკოლებში არსებული ბუფეტებისა და კვების ობიექტების მდგომარეობა და სკოლების რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კვების ობიექტების მოწესრიგებაზე, რათა ეს ის ადგილი იყოს, სადაც შესაბამისად მოხდება საკვები პროდუქტის რეალიზაცია.

სურსათის უვნებლობისა და კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას დაქვემდებარებული საკითხი რომ არ არის, ეს ცალსახაა, ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. შედეგად, შემუშავებულ იქნა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი დეტალურად არეგულირებს პერსონალის ჰიგიენის, მონიტორინგისა და კონტროლის საკითხებს. ასევე განსაზღვრავს დასაშვები და აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვას. სკოლის კვების ბლოკში აიკრძალა ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიც არის საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები, როგორიც არის ჩიფსები, ჟელიბონი და სხვ. მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული, მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული ბოსტნეული, დაკონსერვებული პროდუქტები, თერმულად დამუშავებული კვერცხი, სოკო ნებისმიერი ფორმით, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სასმელები და ყავა.

სამინისტროსთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, სწორედ ამიტომ, სკოლები ვალდებულნი არიან, შექმნან მონიტორინგის ჯგუფები, რომელშიც ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სასურველია ბიოლოგიის პედაგოგების, ასევე სკოლის ექიმი ან ექთანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯგუფი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სამინისტრო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას კვებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად.

სასკოლო კვების პროგრამის განსავითარებლად განხორციელდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის დეტალური მოკვლევა, საერთაშორისოდ აპრობირებული სასკოლო კვების ოთხი მოდელისთვის რელევანტურ საჭიროებებთან მიმართებაში. აღნიშნული ოთხი მოდელი მოიცავს ჰაბი სკოლების შექმნას, რომლებიც მოამარაგებენ სხვა სკოლებს. სკოლებში სამზარეულოების გამართვასა და ადგილზე მომზადებას და ე.წ. ლანჩბოქსებით მომარაგებას, თუმცა სასკოლო კვების სისტემის შემოღება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საჭიროა სრული ლოჯისტიკური ქსელის აწყობა, მოწესრიგებული უნდა იყოს კვების ინფრასტრუქტურა, საკვების შენახვისთვის აუცილებელი პირობები. მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა, შესაბამისად, სასკოლო საათებში კვების საკითხის მოგვარებას ჩვენ ვუდგებით სისტემურად და ორიენტირებული ვართ მდგრადი მექანიზმის შექმნაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა – რა ვითარებაა ადგილზე
  • სავარაუდოდ, სახელმწიფო უნივერსიტებში “ქართული ოცნება” დიპლომატიასთან დაკავშირებულ სპეციალობებსაც გააუქმებს – კადრების მომზადების ერთადერთი ცენტრი დიპლომატიის აკადემია იქნება
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge