Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია – რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა” – კახა კალაძე

May 28, 2026
“ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია – რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა” – კახა კალაძე

ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ძალებს აქამდეც არაერთხელ ჰქონიათ გაერთიანების მცდელობა, თუმცა მათ შორის შიდა დაპირისპირება აშკარად ჩანს.

„გვახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდნენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. ჩვენ კარგად ვიცით ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მე გარედან როგორც ვხედავ, ბრძოლა მიდის – ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია. მათ შორის არსებული დაპირისპირება აშკარად ჩანს, ამაზე ღიად საუბრობენ და ერთმანეთს თავს ესხმიან. მათ გაერთიანება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფების ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა, მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია. რეალურად მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარე აქტორებს ემსახურებიან, გარედან დავალებებს იღებენ. როდესაც ასე მოქმედებ, ქართველი ხალხის მხრიდან ვერანაირი თანადგომა ვერ გექნება.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას, დიდი ინტერესი მათ მიმართ არ მაქვს, რადგან იმდენი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, მათი ქმედებები თუ აქციები არ მაინტერესებს. ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპროტესტო აქციისა და ზოგადად ოპოზიციის შესახებ, კალაძის თქმით, ეს განცხადებაც შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი.

რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სექტემბრიდან I, VII და X კლასის მოსწავლეებს ახალი წიგნები დახვდებათ” – გივი მიქანაძე
  • “ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიციისგან სისტემური მოძალადეები” – ნიკა გვარამია
  • “ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი [პოლიციელი] გამოკითხულიც კი არ არის” – ქეთევან თურაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge