Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

May 28, 2026
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომლებსაც ინფორმაცია გააჩნიათ, საბავშვო ბაგა-ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით, ამოწურულია და მხოლოდ დარჩენილია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, კახა გვანცელაძე, რომელიც ასევე ბრალდებულია და მიმალვაში იმყოფება.

„ძირითადი მოწმეთა ბაზა, რომელიც უკავშირდებოდა ბაღების ეპიზოდს, თითქმის ამოწურულია, თუ არ ჩავთვლით საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის გამოკითხვას. გამოძიებისთვისა და სასამართლოსთვის მისი პოზიცია უცნობია, რადგან ის ამ ეტაპამდე, გამოძიების პროცესში არ ყოფილა გამოკითხული. რადგან სასამართლომ დასაკითხს პირთა სიაში ბრალდების მხარის პოზიციიდან გამომდინარე შეიყვანა, შესაძლებელია, რომ მისი გამოკითხვა მოხდეს.

ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს რომ სცოდნოდა ამ ფაქტის შესახებ, ამას რეაგირება მოჰყვებოდა. მოწმეები საუბრობენ აღნიშნულ დანაშაულზე და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა მასთან შემხებლობა პირდაპირ არ უკავშირდება ლილუაშვილს“,- განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ბრალდების მხარის სურვილია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, კახა გვანცელაძე დაიკითხოს, თუ მისი მხრიდანაც მზაობა იქნება.

„იცით, რომ კახაბერ გვანცელაძეს ამავე ბრალის მოცემულობის ფარგლებში ბრალი აქვს წარდგენილი. ის როგორც ბრალდებული პირი, ძებნაშია, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეში, დასაკითხ პირთა სიაში იქნა შეყვანილი, იმ მოლოდინითა და მოტივით, რომ ის ოდესმე გამოძიებასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს. ჩვენი სურვილია, რომ ეს ადამიანი დაიკითხოს“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია – რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა” – კახა კალაძე
  • ძალადობაში ჩართული პოლიციელების ერთი ნაწილი იდენტიფიცირებულია
  • “პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს აგინებდნენ, რადგან თქვა: „კინაღამ გადამიარეთო“, ამის გამო სცემეს! – არ იყო ისე, რომ პაპუნა ვიღაცაში აერიათ, მანქანიდან გადმოხტნენ ადამიანის ცხვირ-პირის დასამტვრევად” – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge