Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გახარიას გუნდის წევრმა გივი მიქანაძეს პარლამენტში აუშენებელი სკოლების ფოტოები მიუტანა

May 28, 2026
გახარიას გუნდის წევრმა გივი მიქანაძეს პარლამენტში აუშენებელი სკოლების ფოტოები მიუტანა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გორში გუშინ მომხდარ ძალადობას. დადასტურდა კიდევ ერთელ “ოცნების” სისტემური დანაშაული და ეს არის მოძალადეებისთვის ღირსების ორდენების დარიგების შედეგი და ის დაუსჯელობის განცდა რომელიც თქვენ გააჩინეთ – ამ სიტყვებით დაიწყო მისი მიმართვა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს უსმენენ.

ხვედელიანმა მიქანაძეს მიმართა და უთხრა, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო უფასო სასკოლო კვების პროგრამის შექმნა.

გახარიას გუნდის წევრმა განათლების მინისტრ პასუხების გაცემა მოსთოვა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, „რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო”.

ტატა ხვედელიანმა პარლამენტში მინისტრს წარუდგენა აუშენებელი სკოლების ფოტოებიც – “მე კი მოგიტანეთ იმ აუშენებელი სკოლების ფოტოები, რომლებსაც არ იმჩნევთ და ასევე მოგიტანეთ ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017-2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელსაც როგორც ჩანს თავად ვერ პოულობთ, სადაც ჩანს საიდან დააგროვა გაბისონიამ მილიონები ოფშორებში”.

“რამდენიმე დღის წინ სკოლის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მათ მინდა მივულოცო და ვუსურვო წარმატებებით აღსავსე მომავალი, ისეთი ქვეყანა, სადაც განათლებას ფასი ექნება და შრომას ღირსეული შედეგი.

ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. პერიოდი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელის და აბიტურიენტებისთვის ამ ისედაც რთული გზის გავლა გაცილებით მარტივი იქნებოდა გზაზე “ოცნება” რომ არ ეღობებოდეს.

დღეს ამ დარბაზში ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ესმის ხელისუფლებას განათლება , როგორც საზოგადოებრივი სიკეთე და განვითარების გზა თუ როგორც ცენტრალიზებული, პოლიტიკური და კორუფციული კონტროლის ინსტრუმენტი, სადაც მოსწავლე, სტუდენტი, მასწავლებელი, პროფესორი, სკოლა და უნივერსიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სრულად გამოთიშულია.

ამდენი წლის შემდეგაც კი „ოცნებამ“ ვერ შეძლო უფასო სასკოლო კვების პროგრამის შექმნა, თუმცა მოახერხა ის, რომ მშობლებს დამატებითი ხარჯი დააკისროს სასკოლო ფორმების სახით. ფორმა თავისთავად ცუდი იდეა არ არის, მაგრამ აქ მთავარი პრიორიტეტებია.

როგორ მყარდება „სოციალური თანასწორობა“, თუ ერთი ბავშვი ფორმაში ჩაცმული უყურებს მეორეს, რომელიც მის გვერდით საჭმელს ვერ ყიდულობს?

დღეს ჩვენ მოგიწვიეთ პარლამენტში იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გასცეთ პასუხები თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით, რეფორმასთან, რომელმაც ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

ჩვენი კითხვები ეხება განათლების სისტემის მომავალს, უნივერსიტეტების ავტონომიას, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, სტუდენტთა უფლებებს, მასწავლებლების ღირსეულ შრომას. დანგრეულ სკოლებს, მილიონობით ლარის გამარტივებულ შესყიდვებს სასკოლო ფორმებისთვის, ერთი სახელმძღვანელოს პოლიტიკას, XII კლასის მნიშვნელობის დაკნინებას თქვენი უწყების მხრიდან.

როდესაც საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომლის პირობებშიც არაერთი ჩინოვნიკია მხირებული კორუფციაში, ხელისუფლებასთან, რომელიც ბაღის ბავშვებსაც კი საჭმლის ფულს პარავდა, რა თქმა უნდა კითხვები ლეგიტიმურია, რადგან ამ პრობლემებზე საუბრისას თქვენ მუდმივად იცავდით არა ბავშვების ინტერესებს, არამედ ბიუჯეტის მძარცველებს.

დღეს აბიტურიენტებს აინტერესებთ, რატომ გამოქვეყნდა დაგვიანებით აბიტურიენტთა ცნობარი? რატომ არ არის ნათლად მითითებული პროგრამების კრედიტები? რატომ უჩნდებათ ახალგაზრდებს განცდა, რომ მათ უკვე გაკეთებული არჩევანის შეცვლა მოუწევთ?

ამ ყველაფერთან ერთად კი მთავარი კითხვა მაინც ერთია? ვინ ატარებს განათლების რეფორმას და ვისი ინტერესებისთვის წირავთ ბავშვების და ახალგაზრდების ხარჯზე საქართველოს მომავალს ?

ბოლოს, თქვენმა მოადგილემ მოიტანა კომიტეტზე აშენებული სკოლების ფოტოები, მე კი მოგიტანეთ იმ აუშენებელი სკოლების ფოტოები, რომლებსაც არ იმჩნევთ და ასევე მოგიტანეთ ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017-2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელსაც როგორც ჩანს თავად ვერ პოულობთ, სადაც ჩანს საიდან დააგროვა გაბისონიამ მილიონები ოფშორებში”, – განაცხადა ტატა ხვედელიოანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
  • გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს
  • „სამველ კარაპეტიანი სომხური ივანიშვილია… არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge