Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

May 28, 2026
გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის განხილვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა

გორში პოლიციელების მიერ ორი მოქალაქის ცემაზე საუბარს საქართველოს პარლამენტში ხმაური და სიტყვიერი დაპირიპირება მოჰყვა. გახარიას გუნდის წევრმა, სოფიო ხორგუანმა შალვა პაპუაშვილს უთხრა, რომ თავად უნდა ყოფილიყო პოლიციელთა ძალადობის თემის განხილვის ინიციატორი.

თქვენი ახლობელი რომ ყოფილიყო დაზარალებული? ჩემზე მეტად უნდა გაწუხებდეთ ეს ფაქტი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. მოქალაქეები სისტემისგან დასაცავი კი არ გვყავდეს, არამედ სისტემა გვიცავდეს ჩვენ – უთხრა ხორგუანმა პაპუაშვილს.

„ბატონო შალვა! დიდი იმედი მქონდა, რომ დღევანდელ დღეს გუშინ, გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდით. გორში რაც მოხდა, საზარელი ფაქტი – როდესაც სისტემა გახდა ანგარიშსწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული, კანონმორჩილი ადამიანის დასასჯელად! როდესაც მთელი სისტემა ერთი უბრალო კანონმორჩილი მოქალაქის დასასჯელად დაირაზმა. ნებისმიერი ჩვენგანი რომ ყოფილიყო, ჩვენგანი არა, თქვენი ახლობელი, ნათესავი, კლასელი, შეიძლებოდა ის ყოფილიყო დაზარალებული. ჩემზე მეტად უნდა გაწუხებდეთ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. დღეს რა შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი იყოს, რომ ჩვენ ისეთი სისტემა გვქონდეს ამ ქვეყანაში, რომ მოქალაქეები ამ სსიტემისგან დასაცავი კი არ გვყავდეს, არამედ სისტემა გვიცავდეს ჩვენ”, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ თავის მართლება სცადა, დეპუტატების გასაგონად ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფომ გორში მომხდარ ძალადობაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. ამაში მას “ოცნების” დეპუტატი რიმა ბერაძეც ეხმარებოდა.

ამის შემდეგ შალვა პაპუაშვილი სიტყვიერ თავდასხმაზე გადავიდა და სოფიო ხორგუანს “პათეტიკური” ეძახა, ასევე არ გამორჩენია გიორგი გახარიას ხსენებაც.

თქვენი პარტიის თავმჯდომარე არის მიმალვაში, ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს და პასუხი აგოს – უთხრა პაპუაშვილმა ხორგუანს.

“როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია 6 პირი. მემგონი სახელმწიფოს პასუხი ეს არის და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც თქვენ ყალბ პათეტიკას ავლენს ყოველ ჯერზე. თქვენი აკანკალებული ხმით საუბარი თქვენ ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, 6 ადამიანი დაკავებული არის.

შეგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში. ის შეიფარა უცხო ქვეყანამ. ადამიანმა, რომელმაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები. ის მეიცა პასუხისგებაში და ის არის მიმალვაში, ამიტომ თქვენი ეს აკანაკალებული ხმა თუ რამე გულწრფელ ემოციას შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, როპმელზეც ბრალდება აქვს წაყენებული”, – აცხადებს პაპუაშვილი.

დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო
  • „ტემპერატურის მატება გამორიცხული არაა – გლობალური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება“
  • “მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში არ ყოფილან, სააკაშვილი რაღაცეებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს, რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან” – გია ვოლსკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge