Thursday, May 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მიშას გადასაწყვეტია, რომ გამოხატავს თავის აზრს, ბევრი ტექსტი ძალიან გაუგებარი და უდროოა, მე არ ვარ ჯავშანმანქანის ინჟინერი” – ნიკა გვარამია

May 28, 2026
“გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო“ – ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს

არ მესმის, რამდენი წელი შეიძლება, ილაპარაკონ, რომ „მელიამ მიტინგი დაშალა“. არ მაინტერესებს წარსულის ეს ამბები, ყველას ვთხოვ, ცოტა ხანი მაინც დაივიწყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც სააკაშვილმა დაწერა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა. არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.

„არ ვაპირებ არანაირ დაპირისპირებაში შესვლას. ბევრი რაღაც ცუდი მოსასმენია. ძალიან გაუგებარი და უდროოა ბევრი ტექსტი, მაგრამ სიღრმეებში ახლა არ შევალ, რადგან ეს ყველაფერი ხელს გვიშლის ერთიანი მიზნის მიღწევაში. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, მოვუწოდებდი, რომ გამყოფი ხაზების გაღრმავება, შემოტანა არ არის სასარგებლო პროცესისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მაინც და მაინც რამე უნდა გავარჩიოთ, მას მერე გავარჩიოთ, რაც ქვეყანას გადავარჩენთ და ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე. უკვე ღიად ვთქვი, რომ არ ვაპირებ დაპირისპირებებში შესვლას. ძალიან არ მომწონს, რომ ამ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს. ცუდია ეს. რაც შეეხება „მელიამ მიტინგი დაშალას“, უბრალოდ არ მესმის, რამდენი წელი შეიძლება, ილაპარაკონ ეს და საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, მიტინგი დაშალო. ვინმეს თუ უნდა გადაწყვეტილების მიღება და შედეგის მიღწევა, დამიჯერეთ, ერთ ადამიანზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ რამე დაშალა და რამეს ხელი შეუშალა. მაშინ ნიკა მელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მე პოლიტიკაში არ გახლდით და მაშინვე გაერჩიათ ეს ამბავი. გულწრფელად გეტყვით, არ ვაპირებ ამაში შესვლას. არ მაინტერესებს წარსულის ეს ამბები, მოვლენები, ტრავმები. ყველას ვთხოვ, ცოტა ხანი მაინც დაივიწყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ასევე კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.

გვარამიას თქმით, ჯავშანმანქანის ინჟინერი არ არის და ამ კითხვაზე ვერ უპასუხებს.

„მიშას გადასაწყვეტია, რომ გამოხატავს თავის აზრს და კმაყოფილი იქნება თუ არ იქნება რაღაც პროცესით. მას შეუძლია, იოპერიროს საკუთარი პარტიის მეშვეობით, რომელიც ალიანსის წევრია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე არ ვარ ჯავშანმანქანის ინჟინერი, ამიტომ ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო
  • „ტემპერატურის მატება გამორიცხული არაა – გლობალური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება“
  • “მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში არ ყოფილან, სააკაშვილი რაღაცეებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს, რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან” – გია ვოლსკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge