Wednesday, May 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველო დადგა რეალური რისკის წინაშე, დაკარგოს ისტორიული როლი” — გრიგოლ გეგელია

May 27, 2026
“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო რთულდება აშშ-ის ვიზის მიღება” – გრიგოლ გეგელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო საქართველო რეგიონში ერთადერთ ქვეყნად დარჩა, რომელსაც ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა აღარ აქვს. ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფიგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, მაშინ როცა მეზობელი სახელმწიფოები დასავლეთთან თანამშრომლობას აძლიერებენ და ახალ ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების შესაძლებლობებს იღებენ.

„გუშინ, ერევანში, ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას აშშ-სა და სომხეთს შორის. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს, ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგანაც „ქართული ოცნების“ ანტიქართული პოლიტიკის გამო საქართველომ დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. მაშინ, როდესაც ერევანსა და ბაქოს ეწვია აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი, ახლა კი ერევანს სახელმწიფო მდივანი ეწვია, ცოტა ხნის წინ კი სრულიად ევროპული კავშირის მმართველი ელიტა, ასეთ ვითარებაში საქართველო მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში.

მაშინ, როდესაც სომხეთმა მოიპოვა 9 მილიარდიანი თავდაცვისუნარიანობის პაკეტი და ახალი მსხვილი ინვესტორების წყალობით ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, პრორუსული რეჟიმი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას, უარესად აღარიბებს ისედაც ღარიბ ერს.

საქართველო დადგა რეალური რისკის წინაშე, დაკარგოს ისტორიული როლი და რეგიონის ახალმა მთავარმა სატრანზიტო გზამ მას სრულად აუაროს გვერდი. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა წლების წინ, მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის პორტის პროექტი, რითაც აზარალა „შუა დერეფნის“ პერსპექტივა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შანსები. ახლაც, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ატყუებს ქართულ საზოგადოებას და პარტნიორებს, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია ანაკლიის აშენება. პუტინით შეშინებული ივანიშვილის მიზანია, საქართველოში არ მოხდეს არაფერი დიდი, მნიშვნელოვანი პატრიოტული და ქართული.

ამერიკას სურს, რომ ტრამპის სახელობის გზაში მონაწილეობდეს არა ორი, არამედ რეგიონის სამივე სახელმწიფო. ეს არის ის, რასაც ამბობს „ლელო-ძლიერი საქართველო“.

ანაკლია უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად;

ანაკლია უნდა გახდეს მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ნაწილი;

გამჭვირვალე კონტრაქტების საფუძველზე უნდა აშენდეს, ამერიკული და ევროპული კაპიტალის კრიტიკული ჩართულობით;

ამასობაში, ჩვენ, დემოკრატიულმა ძალებმა და ქართველმა ერმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მივაღწიოთ ამ ბოროტმოქმედი რეჟიმის დასრულებას, რომელმაც საქართველო გადააქცია იზოლაციაში მყოფ ნაცრისფერ, პრორუსულ წუმპედ, რომელსაც არავითარი პერსპექტივა და საერთაშორისო პოლიტიკური პრესტიჟი აღარ დარჩა“,- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ერევანში სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მასშტაბურ შეთანხმებებს მოეწერა ხელი. დოკუმენტებს შორისაა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, ასევე TRIPP-ის — „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ — პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება და მინერალების მოპოვება-გადამუშავების მიმართულებით გაფორმებული მემორანდუმი. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიციელებმა დაკავებისას კაცზე ფიზიკურად იძალადეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?
  • გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს
  • მარნეულში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია – შედეგად რამდენიმე მანქანა დაზიანდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge