15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს – მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 15 წლის ბიჭს ეძებდნენ. ის ბოლოს საირმის ქუჩაზე შენიშნეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
