თეირანში, მილადის კოშკი დამოუკიდeბლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა – ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ირანის ელჩი ავრცელებს.
„თეირანის თავისუფლების კოშკი იმ მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ისტორიამ, კულტურამ და ურთიერთპატივისცემამ ირანელ და ქართველ ხალხებს შორის შექმნა” – წერს ირანელი დიპლომატი სოციალურ ქსელში და საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
“დღეს საღამოს, თეირანში – პირველ დედაქალაქში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა — მილადის კოშკი საქართველოს დროშის ფერებით განათდა. ეს არის პატივისცემა ირანსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი და ბრწყინვალე ურთიერთობების ისტორიისადმი.
ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ არის; ეს არის ორი ერის სამიათასწლოვანი კულტურული, ცივილიზაციური და ისტორიული კავშირის გამოხატულება — ურთიერთობისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საერთო ვაჭრობაში, არქიტექტურაში, მრეწველობაში, ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ხალხთა თანაცხოვრებაში ყალიბდებოდა.
დღეს ღამით, თეირანის თავისუფლების კოშკი იმ მეგობრობის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ისტორიამ, კულტურამ და ურთიერთპატივისცემამ ირანელ და ქართველ ხალხებს შორის შექმნა” – წერს ელჩი
