უცხოურმა გამოცემამ Prime Crime-მა ინტერვიუ ე.წ. კანონიერ ქურდთან ჩაწერა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
რაიმე წმინდა დარჩათ ე.წ. კანონიერ ქურდებს?
ძალიან ცოტა
რა არის ე.წ. კანონიერი ქურდების ცხოვრებისეული მიზანი?
ზოგადად ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქურდულ ცხოვრებაში, მივაღწიოთ მეტ ძალას და პატივისცემას. მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, ქურდული სამყარო არ გაქრეს. ქურდული „დაუწერელი კანონები“ ბევრს არ ესმის. უნდა შევრიგდეთ და დავასრულოთ ომი. ომმა ჩვენ ძალიან დაგვაზარალა.
ომს მხარს უჭერენ სპეცსამსახურები თუ თავად ქურდები?
ომი არასოდეს მთავრდება. სულ რომ მშვიდობა გინდოდეს, ომი მაინც დაიწყება. ომი არსებობს იმდენი ხანია რამდენიც „ქურდული სამყარო“. ომი სხვადასხვა მიზეზების, ძალაუფლების, ფულის, სიტყვის თავისუფლების, გამო სულ იქნება.
მოძმე ე.წ. ქურდებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
არსებობს ე.წ. ქურდული წრეები – ეს წრეები ერთმანეთში არასოდეს ირევა, უამრავმა მათგანმა ერთმანეთის შესახებ არც კი იცის. ჩემები მიყვარს იმიტომ, რომ ჩემები არიან, სხვებს კი ვერ ვიტან იმიტომ, რომ სხვები არიან.
რას ნიშნავს იყო „ქურდი“ დღევანდელ სამყაროში?
დიდი და მძიმე ტვირთია. იყო „ქურდი“ ნიშნავს გქონდეს უამრავი პრობლემა და გყავდეს ბევრი მტერი.
რა არის ამ ყველაფრის აზრი?
სიმართლე რომ გითხრათ მომგებიანი არ არის. მე მაგალითად ჩემს საყვარელ ადამიანებს ამ ცხოვრების არჩევას არ ვურჩევდი.
როგორია ტიპიური „ქურდი“?
ყველა „ქურდს“ აქვს დიდი ამბიციები, უყვარს ძალაუფლება და დიდი რაოდენობის თანხის გამომუშავება.
ქალში რომელ თვისებებს აფასებთ?
ერთგულებას და მოთმინებას – ეს ორი თვისება ჩემთვის მთავარია. ქალმა უნდა იცოდეს მეგობრობა და ენისთვის კბილის დაჭერა. მოკლედ რომ გითხრათ თუ ერთად ვართ, ვართ წყალშიც და ცეცხლშიც.
რა არის ის თვისება რაც „ქურდებში“ 50-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა?
სიმართლე რომ გითხრათ არაფერი. მუდმივად ყველაფერი იცვლება.
კახა ფარფალიანი მოკლეს?
მე არ მჯერა, რომ „კანონიერი ქურდები საკუთარი სიკვდილით კვდებიან.
რამდენად “გასდით” ქურდების ცემა?
გასდით თუ მეგობრები არიან – მაგალითად გული, შაქრო ან ჯანგველაძე. გულის უფროსობის დროს სცემეს კვეჟოვიჩი, შაქროს დროს სცემეს აფხაზა. მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევანი მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მაფიოზია, მან კი როვშანა ლენკორანსკო სცემა. ასეთი შემთხვევები ბევრი არ არის, თითზე ჩამოსათვლელია.
რატომ წავიდა შაქრო ქურდული სამყაროდან?
შაქროს ძმისშვილის დათო ოზმანოვის ცოლს ჯანგველაძეების ქურდებმა ყური მოაჭრეს. ჯანგველაძეები საკუთარი წრის ქურდებს არ წირავენ. შაქროს წრიდან გაგდებით ჯანგველაძეებს მისი ძმისშვილის გადარჩენა სურდათ.
რას ამბობენ თქვენს სამყაროში სასამართლოს მიერ მიღებულ დასკვნაზე იაპონჩიკის და ხასანის მკვლელობის შემკვეთთა შესახებ?
ყველამ იცის, რომ იაპონჩიკის და ხასანის მკვლელობა ონიანმა და ჯანგველაძემ შეუკვეთეს. ამას ხმამაღლა არავინ იტყვის, რადგან სიკვდილი არავის უნდა.
რატომ დაჰყვება ტარიელ ონიანს უბედურება?
ჩვენ ყველას გვეგონა რომ ის შაქროს და ჯანგველაძის სიმაღლეზე იყო, თუმცა მან დაგვაწრმუნა, რომ არის ძალიან სუსტი. რაც კი ოდესმე გაუკეთებია მხოლოდ იმას ამტკიცებდა რომ გვარცხვენდა. ყველას მოკლავდნენ ვინც შაქროზე და ჯანგოზე ხელს აწევდა, თუმცა ტარიელს ყველა დასცინოდა. თუ ვიღაც ვატიამ და მინდიამ შეძლეს ტარიელის დამცირება, ესე იგი ყველა შეძლებს.
ვინ არის ვატია?
ვატია ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში იჯდა. ის ყველაზე დაბალი დონის „ქურდია“. არავინ ვიცით როგორ შეძლო მან ტარიელის დამცირება. ვფიქრობთ შაქროს მოგზავნილი იყო.
სხვა „ქურდებთან“ შედარებით რამდენად მღლა დგას შაქრო?
შაქრო და ჯანგო სხვა ქურდებთან შედარებით ათი თავით მაღლა დგანან. ადრე შუშანაშვილი და ონიანიც საკმაოდ მაღლა იდგნენ, თუმცა თავად ჩამოიგდეს თავი.
რამდენია „ქურდის“ შემოსავალი?
თუ ისეთ „ქურდებზეა“ საუბარი როგორებიც არიან შაქრო, ჯანგველაძე, ონიანი – მაშინ გეტყვით რომ ისინი მილიარდერებისგან არც თუ ისე შორს არიან. არსებობს ე.წ. ქურდების საშუალო ფენაც, ისინი დაახლოებით 5$ მილიონს გამოიმუშავებენ. არსებობენ გაჭირვებული „ქურდებიც“ რომლებიც ქირის გადასახადსაც კი ძლივს იხდიან. ასეთები ყველაზე მეტნი არიან, მაგალითად ცხვადაძე, ციკო…
„ქურდებს“ შორის არინ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები?
კი
რა მოუვა იმ ქურდს, რომელიც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელს დუკავშირდება?
ასეთები ბევრნი არიან. ვინ მისცემს „ქურდს“ რუსეთში ცხოვრების უფლებას თუ უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან არ თანამშრომლობს. ყველამ იცის, რომ ბადრი, ედიკა, მირონი და სხვები თანამშრომლობენ ფედერალურ სამსახურთან. რამდენიმე დღის წინ ენცომ მოგვიყვანა ფაქტები, რომ მინდია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს და თქვენი აზრით, მოუვიდა რამე? – არა.
ვინ არის ყველაზე „სუფთა ჯიშის ქურდი“?
ასეთები უკვე მოხუცდნენ. ვფიქრობ ბიგანიშვილი, დიაკვნიშვილი, ტორჩიკი
ახალგაზრდა „ქურდებიდან“ ყველაზე პრესპექტიული რომელია?
რთული შეკითხვაა. ვფიქრობდი შოთიკო თევდორაძეა ყველაზე პერსპექტიულითქო მაგრამ არა. ახალგაზრდებიდან მომწონს გუჯა და ნოდარიკო.
უჭერენ თუ არა მხარს „ქურდები“ პუტინს?
ვისაც მე ვიცნობ ყველა პუტინს უდგას მხარში. გამონაკლისი არც შაქრო და ჯანგველაძე არიან.
ვის ემორჩილებიან „ქურდები“?
ძალაუფლებას და ფულს
ციხეში სატანისტებს როგორ ეპყრობიან?
სატანისტებს ექცევიან ძალიან ცუდად.
წამების ვიდეოებზე ქურდები რატომ არ გამოხატავენ საკუთარ აზრს?
არავის სურს მედიასთან ჭიდილი. ჭკვიანებმა იციან, რომ მედიასთან დაპირისპირება სიკვდილის ტოლფასია.
„ქურდებს“ ციხეში აწამებენ ან სცემენ?
ზოგს რათქმაუნდა აწამებენ.
დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ რამდენი ხანი იარსებებს „ქურდული სამყარო“?
ძალიან რთული სიტუაციაა. ყველგან გვდევნიან, ჩვენი უფლებები ყველგან ირღვევა, ომია შიგნითაც და გარეთაც. გვართმევენ მოქალაქეობას, გვიჭერენ. მიუხედავად ამისა ვიყოთ ოპტიმისტები – „ქურდები“ ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ.