საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის “ილიაუნის მარათონის” ფარგლებში ერთი მილიონის შეგროვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“თქვენს მიერ გალანძღულ ახალგაზრდების ინიციატივით 1 მილიონი შეგროვდა! 👍❤️✊
საზოგადოებამ აჩვენა სად დგას!
და თქვენ?”- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პირველი მილიონი ბავშვებისთვის უკვე შეგროვდა, მაგრამ უწყვეტი მარათონი ისევ გრძელდება.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.
