დონად ტრამპი ფიქრობს, განაახლოს თუ არაა დარტყმები ირანის წინააღმდეგ – გამოცემა “აქსიოსი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი სწორედ ამ საკითხის განსახილველად შეხვდა
ეროვნული უსაფრთხოების მთავარ მრჩევლებს.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება. ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ რომ ეს პროცესი “ტანჯვას” ჰგავს – ყოველდღე იწერება გარიგების პროექტის ტექსტები, თუმცა პროგრესი არ არის.
პარალელურად კი CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლებისთვის ემზადება.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა პარასკევს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობა განიხილეს, თუმცა ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებების“ გამო მიმდინარე უქმეებზე თავისი ვაჟის დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება. უქმეებზე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დარჩა.
CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა პარასკევს ირანთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრა გამართა.
ასევე, Reuters-ი წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის „ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების პროცესში არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით“ პარასკევს თეირანში კატარის დელეგაცია ჩავიდა.
