ქრთმის აღების ბრალდებით დაკავებული ლევან ახობაძის უფლებადამცველი, დავით სიმონია აცხადებს, რომ გამომძიებლებმა გუშინ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან სხვა ნივთებტან ერთად ფულიც ამოიღო, თუმცა ადვოკატის განმარტებით, ჯერ შესაფასებელია, თუ ვისი კუთვნილებაა აღნიშნული თანხა.
სიმონია ირწმუნება, რომ დიდ თანხაზე არ არის საუბარი.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ აღიარებს. ჩემი პოზიცია იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე. ბრალი წაყენებული აქვს ქრთამის აღების მუხლით. ამოღებულია ფულადი თანხა, მაგრამ ეს საკითხი იქნება შესაფასებელი თუ ვისია ამ კონკრეტული თანხის კუთვნილება. ოჯახის წევრები იყვნენ, არასრულწლოვანი ბავშვი, მეუღლე… დიდ თანხაზე საუბარი არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს,”- აცხადებს ლევან ახობაძის ადვოკატი დავით სიმონია.
სახლიდან ფულის ამოღების შესახებ ინფორმაცია მედიასთან კატეგორიულად უარყო ლევან ახობაძის მეორე ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
