Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრს ავიწყდება, რომ იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც – ფიქრობენ, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ, რომ უზნეო კაცის ხელში მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში” – შიო მესამე

May 22, 2026
“ბევრს ავიწყდება, რომ იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც – ფიქრობენ, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ, რომ უზნეო კაცის ხელში მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში” – შიო მესამე

ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც – ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების, თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებაზე განაცხადა.

პატრიარქის თქმით, „რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი“, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში გაღვივოს სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე.

„ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში. შეიძლება, სიკვდილის იარაღიც კი გახდეს.

ამიტომ, მეცნიერება, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არამხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროსა და შინაგან ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, უფალი ამბობს: „გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი“. რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გაღვივოს – სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე“,- განაცხადა პატრიარქმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge