მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოცემა „ბათუმელებისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, რომ „სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო“.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს.
„არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.
მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.
ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პაპუაშვილი.
