Friday, May 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჯანსაღ კრიტიკასა და ღირსების შემლახველ, შუღლის გამაღვივებელ შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამას რეაგირება სჭირდება” – ალექსანდრე დარახველიძე

May 22, 2026
“ჯანსაღ კრიტიკასა და ღირსების შემლახველ, შუღლის გამაღვივებელ შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამას რეაგირება სჭირდება” – ალექსანდრე დარახველიძე

საჯარო სივრცეში ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვასა და ღირსების შემლახველ, მოქალაქეებს შორის შუღლის გამაღვივებელი შინაარსის მქონე საჯარო შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამ ყველაფერს შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ინტერპრესნიუსს“ უწყების შემადგენლობაში იმ ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის ფუნქცია სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, კრიტიკა, თითქოს აღნიშნული სიახლის მიზანი განსხვავებული აზრის გამო ცენზურის დაწესების მცდელობაა, ცალსახად მოკლებულია საფუძველს.

„სახელმწიფო ვალდებულია ჰქონდეს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, მკაფიო მიდგომა საჯაროდ პიროვნების ღირსების შელახვისა და სხვისი უფლებების დარღვევის შემცველი ფაქტების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. სწორედ აღნიშნულს ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ახალი სამმართველოს შექმნის ინიციატივა. აღნიშნული დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ისედაც მუდმივად ახორციელებს შესაბამის აქტივობებს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და დეპარტამენტის თანამშრომლებს ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ხელშესახები შედეგები აქვთ. ახალი სამმართველოს საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უშუალოდ ისეთი კატეგორიის ქმედებების მონიტორინგზე და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებაზე, რომელიც დაკავშირებულია ღირსების შელახვასთან, პიროვნულ თავდასხმებთან და შეურაცხყოფასთან. ისმის კრიტიკა, რომ თითქოს აღნიშნული სიახლის მიზანი განსხვავებული აზრის გამო ცენზურის დაწესების მცდელობაა, ეს შეფასება ცალსახად მოკლებულია საფუძველს – საჯარო სივრცეში ჯანსაღი კრიტიკის გამოხატვასა და ღირსების შემლახველ, მოქალაქეებს შორის შუღლის გამაღვივებელი შინაარსის მქონე საჯარო შეფასებებს შორის უდიდესი სხვაობაა და ამ ყველაფერს, შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ გამოვლენილ ფაქტს ობიექტური, მიუკერძოებელი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, – აღნიშნა დარახველიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, სამმართველო, სავარაუდოდ, პირველი ივნისიდან დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირის ბრალდება წარუდგინა
  • თამუნა მუსერიძეს ვარშავაში იანუშ კორჩაკის პრემია გადაეცა, დაჯილდოების შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დედების პროტესტზე ისაუბრა
  • მდინარე ხობისწყალზე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge