რუსების მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილისა და დათა ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი გარდაცვლილი დედის შესახებ საუბრობს:
„არ წამოვიდა არც ჩემთან და არც ჩემს დასთან. მამაჩემს შეუსრულა სიტყვა, 7 წელი იცხოვრა მარტომ და არსად არ წავიდა, არ დატოვა თავისი ოჯახი“ – ნანა ვანიშვილი, ვალია ვანიშვილის შვილი.
ვალია ვანიშვილი 18 მაისს გარდაიცვალა. ის დღეს დაკრძალეს.
ვალია ვანიშვილის ქმარი, დათა ვანიშვილი, 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო იყო.
