საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე “ტვ პირველთან” ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, როდის მიმართავენ მთავრობას პატიმრების შეწყალების თხოვნით.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, პატრიარქი შიო მესამე ახალი არჩეულია და “უამრავი საქმეა გასაკეთებელი საპატრიარქოში, რომ სამუშაო პროცესი გაიმართოს”.
“ერთხელ ხომ ვთქვით და ახლა როგორ ფიქრობთ, ახალი პატრიარქია, უამრავი საქმეა გასაკეთებელი საპატრიარქოში, რომ სამუშაო პროცესი გაიმართოს და ე.ი. დღის წესრიგში რა უნდა გვქონდეს, ჯერ ალბათ აქ რომ პროცესი გაიმართოს. ვთქვით, რომ ჩვენ ამ საკითხზე კიდევ ვიმსჯელებთ, ყოველდღე ხომ არ შეიძლება ამის ლაპარაკი ხომ,” – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის ქადაგება, რომელმაც მრევლს უთხრა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ისეთ რაღაცებს სთხოვენ, რაც ეკლესიის საქმე არ არის.
