Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ხაბეიშვილის დაპირებები ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი” – პროკურორი

May 21, 2026
“სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ხაბეიშვილის დაპირებები ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი” – პროკურორი

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი. ჩვენ მივიღებთ განაჩენს და შევაფასებთ. შესაძლოა, გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა მოიაზრებს არაკონსტიტუციურ პროცესებს და მასზე რაიმე ზედსართავის სახელის, თუნდაც „მშვიდობიანის“ წამძღვარება, არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარსს.

„სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ლევან ხაბეიშვილის, ასევე მურთაზ ზოდელავას მიმართ.

ჩვენი პოზიცია იყო, რომ ხაბეიშვილს ჩადენილი ჰქონდა ქრთამის დაპირება და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მასობრივი მედია საშუალებებით შესაძლოა განხორციელდეს ქრთამის დაპირება და ეს უფრო მეტად საფრთხის შემცველია ხშირ შემთხვევაში, ვიდრე რამდენიმე პიროვნებას შორის კონსპირაციული შეთანხმება მექრთამეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ვდებდით ბრალად და ასეც იყო, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ყველა შემთხვევაში, თავის თავში მოიაზრებს მხოლოდ არაკონსტიტუციურ პროცესებს, არაკანონიერ ქმედებებს და მასზე რაიმე ზედსართავის სახელის, თუნდაც „მშვიდობიანის“ წამძღვარება წინ არ ცვლის მის არაკონსტიტუციურ შინაარსს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილის დაპირებები სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ შეფასდა, როგორც საბოტაჟი. ჩვენ ჩავიბარებთ აღნიშნულ განაჩენს, შევაფასებთ და შემდეგ ვიმსჯელებთ მის გასაჩივრება ან არგასაჩივრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

რაც შეეხება საქმის სამ მოწმეს, თუ როგორ შეარჩია პროკურატურამ ისინი, როგორც პროკურორმა განმარტა, თუ ამ კითხვაში პროცედურული ნაწილი იგულისხმება, მისწერეს გდდ-ს, რომ გამოეყოთ თანამშრომლები.

„თვითონ იმ პიროვნებებისთვისაც აბსოლუტურად უცხო იყო, რატომ და რა მიზეზით, რის საფუძველზე მოხდა მათი შერჩევა. კიდევ გეუბნებით, მხოლოდ და მხოლოდ, მიზანი არსებობდა ის, რომ სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებში, რა რეაქცია გამოიწვია და რამდენად რელევანტურად აღიქვეს ეს ქრთამი ამ თანამშრომლებმა, ეს გამოგვერკვია. როგორ წარმოგიდგენიათ, გდდ-ს ყველა თანამშრომლის გამოკითხვა, როგორ მოხდებოდა? უნდა ამორჩეულიყო კონკრეტული პირები“, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ თვლის პროკურატურა, რომ ეს საქმე მოიგო, ბექა ხუნაშვილის თქმით, არც თავად და არც პროკურატურა „ასე აზარტულად საქმის მოგება – წაგებას“ არ უყურებენ.

„პროკურატურის შეფასებით, ეს იყო ქრთამის დაპირება. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ჩვენ მივიღებთ განაჩენს და შევაფასებთ. ეს არ არის ბოლო ინსტანცია, შესაძლოა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხუნაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას – 9 თვით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალეს
  • “150 000-დან 300 0000 დოლარამდე ქეში და უახლოეს პერიოდში ციხიდან გათავისუფლება შესთავაზეს” – შაიშმელაშვილი როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებზე
  • უცნობია, როდის მიმართავს საპატრიარქო ხელისუფლებას პატიმრების შეწყალებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge