Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება” – ლაშა ფარულავა ლევან ხაბეიშვილის განაჩენზე

May 21, 2026
“ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება” – ლაშა ფარულავა ლევან ხაბეიშვილის განაჩენზე

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს 2 წელი და 6 თვე „ბიძინა ივანიშვილმა გამოუწერა“.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 2 წელი და 6 თვე ივანიშვილმა გამოუწერა ლევან ხაბეიშვილს. ეს არის არნახული პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჯერ აწამეს, ახლა მწამებლების, გდდ-ის წევრების, თანამშრომლების ჩვენებით 2 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში. ეს არის პოლიტიკური ცინიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ივანიშვილმა მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა აირჩია ოპოზიციასთან, ოპონენტებთან საურთიერთოდ და, რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის ნიშანი. ეს არ არის სიძლიერის ნიშანი. ვინც ებრძოდა კორუფციას, იმას უშვებენ კორუფციული „ქეისით“ ციხეში. ცინიზმია და პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ახლა ერთიანობის ძალა თუ სადმე უნდა არსებობდეს, ეს არის ქართული ეკლესია, ახალი პატრიარქი. მას აქვს ძალა და ნდობა ჩვენი მხრიდან დაიწყოს პროცესი, რომელიც ჩვენს ერს შეარიგებს, გადატვირთავს და კი, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და კი, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი! მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილმა აირჩია ანგარიშსწორების გზა, ვენდეტისა და ტერორის გზა, რაც საბოლოოდ ქვეყანაზეც აისახა. ამ ქვეყანაში არავინაა ბედნიერი, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის ერთი ჯგუფია ბედნიერი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს და ღრმავდება კორუფცია და სიღარიბე“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მურთაზ ზოდელავას – 9 თვით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი ოკუპირებულ ხურვალეთში დაკრძალეს
  • “150 000-დან 300 0000 დოლარამდე ქეში და უახლოეს პერიოდში ციხიდან გათავისუფლება შესთავაზეს” – შაიშმელაშვილი როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებზე
  • უცნობია, როდის მიმართავს საპატრიარქო ხელისუფლებას პატიმრების შეწყალებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge