ComCom-ი ტერმინების გამო „ფორმულას“ კანონის დარღვევას ისევ ედავება.
„ოცნების სუსი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“, „ოლიგარქის გარემოცვიდან“ და სხვ.“, – ComCom-ის თქმით, ამ ფრაზების გამოყენებით „ფორმულამ“ მიმდინარე საკითხები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითიც კანონს არღვევს.
