მივესალმებით რაციონალურთან მიახლოებული გადაწყვეტილების მიღებას – ასე ეხხმაურება ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომელმაც ლევან ხაბეიშვილს ორი წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც უფლებადამცველი “tv პირველთან” განმარტავს, სამართლებრივ შეფასებას გააკეტებს მას შემდეგ, რაც სასამართლსოგან დასაბუთება ჩაბარდებათ.
განაჩენს დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
“ლევანს მინდა მივულოცო, რადგან იმ სასჯელთან შედარებით, რაც მას ემუქრებოდა, ფაქტობრივად ნახევარი მიიღო. 4-დან 7 წლამდე მეუქრებოდა მას. შეუძლებელია პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლები დაკვალიფიცირებუილიყო სამოხელეო დანაშაულად და ქრთამის მიცემად. ეს თავდაყირა დააყენებდა ამ მუხლის განმარტებას და სასამართლო პრაქტიკას. სასამართლომ ალბათ იმსჯელეს და მიიღეს ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება. გადააკვალიფიცირა მუხლი …318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, რაც ნიშნავს, რომ პირმა მისი ქმედებით განზრახ დაასუსტა სახელმწიფო, რაში გაიზიარა აღნიშნული პოზიცია სასამართლომ არ ვიცი. სასამართლოს განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია, განაჩენი გამოაცხადა და გავიდა დარბაზიდან. ალბათ ეს უნდა დაასაბუთოს. ასეა თუ ისე, რაციონალურთან დაახლოებული გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება მეორე მუხლის კვალიფიკაციას, ლევანს ჩაუთვალეს ამბოხის დამხობის მოწოდება როდესაც ყველა განცხადებაში საუაბრი იყო მშვიდობიან და კონსტიტუციურ ცვლილებეზე. სავარაუდოდ, მოსამართლე დასაბუთებაში დაწერს, რომ ლევანი ამბობდა ერთს და გულსიხმობდა მეორს, თუმცა ესეც არის სასაცილო – ანუ როგორ შეიძლება ორ წელს უსჯიდე ადამიანს და მჯის ვარაუდებზე იყოს საუბარი. რაც ჩაგვბარდება დასაბუთება, რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ და გავასაჩივრებთ. კორუფციაში ლევან ხაბეიშვილი გამართლდა, რაც შეეხება საჯარო მოწოდებებს, აღქმებს , პოლიტიკურ მდგენელზე პოლიტიკოსებიც გააკეთებენ განცხადებებს. მივესალმებით რაციონალურთან მიახლოებული გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 317-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
რაც შეეხება, მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსს სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.
