დარწმუნებულია, რომ მის თანამებრძოლს, ლევან ხაბეიშვილს დღეს სასამართლო სასჯელის მაქსიმუმს მიუსჯის.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო დარბაზიდან გაამხნევა მისი თანაგუნდელი, ლევან ხაბეიშვილი და უთხრა, რომ ივანიშვილი სწორედ მათთნაირი პატრიოტი ადამიანების ციხეში გამომწყვდევით არის მშვიდად.
სააკაშვილის ამბობს, რომ არც მას, არც ლევან ხაბეიშვილს უხარია ოჯახისგან შორს ყოფნა – “მაგრამ ეს არის ჩვენი ბედი და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე”.
‘დღეს აცხადებენ ლევან ხაბეიშვილის განაჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას მიუსჯიან აბსოლუტურ მაქსიმუმს. მე მინდა აქედან გავამხნევო ლევანი და ვუთხრა – იმ კაცს წყნარად სძინავს მაშინ, თუ ყველა პატრიოტი და მებრძოლი ადამინი ჰყავს ციხეში. ლევან ნუ შეგეშინდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ წინა ხაზზე ბრძოლის დიქტატორებთან, ბოროტების ძალებთან და საქართველო ამას გაიდაიტანს. პირველი ჩვენთან გააჩაღა პუტინმა ომი, პირველი ჩვენთან მოხდა საარჩევნო ჩარევა, ასეთი საქართველოს ბედი, რომ ყველაფერი პირველი ხდება საქართველოში. ეს არის ჩვენი და უკრაინელების წინა ხაზი – ბრძლა ამ დიქტატურასთან, გაუტანლობასთან, სისასტიკესთან.
მე რა ახლა მიხარია რომ არ ვარ სოფოსთან და ალისკასთან ერთად სახლში? რა ლევანს უხარა რომ მის უკეთილშობილეს დედას ვერ ნახულობს? რა დედაჩემს უხარია, რომ ვერ მნახულობს? ნამდვილად არ უხარია. მაგრამ ეს არის ჩვენი ბედი და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
