მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს სიდიადის დაბრუნება ხალხის და დროშის ირგვლივ გაერთიანებით გამოვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სასამართლო დარბაზიდან მოუწოდა ყველას, დაივიწყოს პარტიული სიმბოლიკები და პარტიული ლოზუნგები.
“ლოზუნგი არის საქართველოს გათავისუფლება და გაერთიანების ობიექტი არის საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“არ არსებობს არანაირი შუაშისტური პოზიცია. არსებობს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით – საქართველოს სიდიადე, მსოფლიოს პირველი ფაქტორობა, ამერიკის პრეზიდენტი აქ რომ ცეკვავდა , ეს არის საქართველოს სიდიადე და ახლა არის საქართველსო დაცემა ივანიშვილის სახით – გაუბედურება, გაფარჩაკება, გაბანძება. ამაში შუალედი არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, არ ასებობს ნახევრად ძლიერი და ნახევრად სუსტი. სიძლიერე არის ის, რასაც მე და ჩემი თანამებრძოლები განვასახიერებთ. მე კი არ მარტო, ჩვენ, ეს არის საქართველო,
როცა ჩემს ვიდეოს ატრიალებენ – ყველა ციხეში – მე კრიმინალის მიმართ ვთქვი. ესენი რას აკეთებენ? ვის სვამენ ციხეში? – მსოფლიო ბანს, ახალგაზრდობას, მწერლებს, პოეტეებს – აი ეს არის ორი სხვადასხვა ევროპა და ორი სხვადასხვა სახე.
ბაზრობებზეც კი ჰყავთ ზონდერები და საკმარისია ვიღაცამ ხმა ამოიღოს… ვინ არიან ეს მართლა აკაცუკები, ეს არარაოებები, რომელბცი მართლა ატერორებენ ჩვენს ხალხს. არც არავინ არ არიან.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიანდეთ არა სახელების, არამედ დროშის გარშემო. ვიღაცა ამას მიშას დროშას ეძახის, მაგრამ ეს არის დავითიანის დროშა, საქართველოს დროშა და ის არის ის, რაც კარგად ასახავს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას. ამ დროშის გარშემო გაერთიანება არის ის, რაც ჩვენ მოგვიტანს წარმატებას. არ გჭირდება ჩვენ პარტიული სიმბოლიკები, არ გვჭირდება ლოზუნგები. ლოზუნგი არის საქართველოს გათავისუფლება და გაერთიანების ობიექტი არის საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა. ერთიანობა მოღალატეებთან არ გამოვა, მაგრამ ერთიანობა ხალხის, დროშის გარშემო ნამდვილად გამოვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
