Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის იანვარ-აპრილში, ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 10.9%-ით გაიზარდა

May 21, 2026
2026 წლის იანვარ-აპრილში, ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 10.9%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-აპრილში, ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 10.9%-ით გაიზარდა – ინფორმაციას BPN სტატისტიკის ეროვნული სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ბრუნვის მოცულობამ 105.465 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-აპრილში 95.076 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. გამოცემის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, სავაჭრო ბრუნვა ძირითადად, ექსპორტის (რეექსპორტის) ხარჯზე გაიზარდა. კერძოდ, 2026 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ირანში ექსპორტი 92.5%-ითაა გაზრდილი. თუ 2025 წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 11.787 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარ წელს 22.693 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ ირანთან ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. თუ გასულ წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ირანში 1 მანქანა გავიდა რეექსპორტზე, 2026 წლის იანვარ-აპრილში უკვე 825 ერთეული.

5 ძირითადი სასაქონლო ჯგუფი, რომელიც საქართველოდან ირანში ექსპორტზე გავიდა, ასეთია:
• მსუბუქი ავტომობილები – 13.626 მლნ აშშ დოლარის;
• ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი – 2.217 მლნ აშშ დოლარი;
• ფეროშენადნობები – 1.622 მლნ აშშ დოლარის;
• სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 1.162 მლნ აშშ ფდოლარი;
• პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით – 792 ათასი აშშ დოლარი.

BPN-ს ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 0.6%-ითაა შემცირებული იმპორტი. კერძოდ, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ირანიდან 82.772 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 83.289 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.

5 ძირითადი პროდუქტი, რომლის იმპორტიც საანგარიშო პერიოდში ირანიდან საქართველოში განხორციელდა, ასე გამოიყურება:
• მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი – 8.704 მლნ აშშ დოლარის;
• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 5.117 მლნ აშშ დოლარის;
• ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში – 4.724 მლნ აშშ დოლარის;
• წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად – 4.247 მლნ აშშ დოლარის;
• კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 4.126 მლნ აშშ დოლარის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არა ბოიკოტს! – როგორ ეხმაურება ზურაბიშვილის განცხადებას ოპოზიცია და რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში”
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, რომელსაც ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
  • მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანების გეგმაზე ისაუბრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge