ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა, რომ მის გარემოცვაში რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო.
სააკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ გარემოცვის წევრმა, 2020 წელს, როცა ის პირველად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას მისი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას გადასცა.
მეტიც, მესამე პრეზიდენტის თქმით, ამავე ადამიანმა უღალატა მეორედ, უკვე საქართველოში შემოსვლისას, როცა დათქმულ ტერიტორიაზე არ დახვდა.
მიხეილ სააკაშვილს დრეს ამ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი არ დაუსახელებია.
“მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა უკრაინაშ, შეუძლებელია დაკნინებული ქვეყნისთვის მეყურებინა. ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნრბოდა – ჩამოდი, ჩამოდიო. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეულო ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში.
პირველად 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას, წიანსწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება. მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალალტი იყო და იქნება, მტავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. კაშვილს?” – რას აცხადებს მესამე პრეზიდენტი
