Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის

May 21, 2026
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

„პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიულად განახლდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

როგორც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, პლატფორმის მიზანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების უფრო გამჭვირვალე წარმოდგენა. მისივე თქმით, ელექტრონული პლატფორმა ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის ხარისხის შემდგომ გაძლიერებას.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ხარისხის პერმანენტული შეფასების მიზნით 2023 წლიდან ახორციელებს. FMCG სექტორი ასევე შეისწავლა პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ, რის შედეგადაც კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით მომზადდა კომპლექსური დასკვნა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების შესახებ“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფიშერს აუხსნას ვინმემ…” პაპუაშვილი დიპლომატს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა
  • ვის ეკუთვნის ფოთის სტრატეგიული სიმდიდრე? – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ კვლევას აქვეყნებს
  • 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge