Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

May 21, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე 4 მოწმე დაიკითხება.

პროცესს ეწყება ბრალდებული, გრიგოლ ლილუაშვილიც.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, საერთო ჯამში 100-მდე მოწმეა გამოსაკითხი, რომელთა შორის როგორც სხვა საქმეზე ბრალდებულები, ისე მსჯავრდებულებიც შედიან.

„დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ კორუფციულ სქემას, რაც ბაგა-ბაღებში არსებობდა, რის შემდეგაც ქრთამის სახით აღებული თანხა გრიგოლ ლილუაშვილთან მიდიოდა. საერთო ჯამში 100-მდე მოწმეა დასაკითხი და 9-თვიან ვადაში ჩავეტევით, დავკითხავთ ყველა მოწმეს და გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებებზე დაყრდნობით”,- განაცხადა ნათია თათიაშვილმა.

ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით კი, პროცესებზე გამოკითხულმა ვერცერთმა პირმა ვერ დაადასტურა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რაიმე ფორმით ჩართული იყო დანაშაულში.

„ჯამურად, ბრალდების მხარეს 87 მოწმე ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში, საიდანაც 45 ადამიანი, წარმოადგენს იმ გამომძიებლებს, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, არიან ბრალდებულები, რომელთა ნაწილიც უკვე დაკითხულები არიან პროცესებზე. ეს პირები კი მხოლოდ თავიანთ ბრალზე საუბრობენ და აღიარებენ დანაშაულს, თუმცა არცერთ პირს, რომლებიც დაიკითხნენ, არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რაიმე ფორმით ჩართული იყო დანაშაულში. ანალოგიური რაოდენობის მოწმეთა ბაზა დაცვის მხარესაც გვაქვს წარდგენილი.

დაცვის მხარისთვის ბატონი რომეო მიქაუტაძის [ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე] დაკითხვა საინტერესო იქნება. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს იტყვის და არაფერს სიმართლის გარდა და ეს სიმართლე არის ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის შემხებლობა ქრთამის აღებაში, მასთან ერთად, არ ჰქონია”,- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტია ასახული
  • გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება სხვა ბრალდებულებმაც მისცეს
  • 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე სამხედროების პირველი რეპეტიცია გაიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge