Thursday, May 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერავინ დაგვამადლის ისეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მომიტინგეებს”- კობახიძე

May 21, 2026
კობახიძე ამბობს, რომ სასტიკად ცემის კადრები ამერიკული და ევროპული სტანდარტია

ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, – განაცხადა „იმედი LIVE“-ის ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს უნდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა.

„ასეთ ევროკავშირს როცა გამადლის გერმანიის ელჩი, ეს რა თქმა უნდა, ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. რა იყო ეს ღირებულება – მინდა, შეგახსენოთ, რომ 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ევროპაში სწორედ 40-იანი წლების ბოლოს. ძირითადად 1949 წლიდან, როდესაც დამყარდა ახალი კონსტიტუციური სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე. აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებები სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით ევროპაში ტრადიციულად. მანამდე გახსოვთ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ა.შ. ათასი უბედურება. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ესეც უნდა გავიხსენოთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინცდამაინც ძველი არ არის. დამკვიდრდა გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. ამიტომ უნდა შევახსენოთ ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება. შესაბამისად, ისინი მარტივად უნდა გაუმკლავდნენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც აქვს სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინელმა ბიზნესმენმა, ტიმურ მინდიჩმა ზელენსკის სანქციების დაწესების გამო უჩივლა
  • “ეს არის ბოლო იმედი ამ ბავშვების და ეს იმედი უნდა უყიდოს მას სახელმწიფომ” – ირმა სოხაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge