Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

5 ყველაზე გავრცელებული დანაშაული საქართველოში, რომელზეც გასულ წელს დევნა დაიწყო

May 20, 2026
5 ყველაზე გავრცელებული დანაშაული საქართველოში, რომელზეც გასულ წელს დევნა დაიწყო

2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლიურად 27%-ით გაიზარდა და ბოლო 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული. ინფორმაციას “BPN” ავრცელებს.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 25 086 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, აქედან 588 არასრულწლოვანია.

შედარებისთვის, 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19 682-ს შეადგენდა, 2023 წელს – 21 613 პირის მიმართ დაიწყო დევნა, 2022 წელს – 22 365 პირის, 2021 წელს ეს მაჩვენებელი იყო – 19 744, 2020 წელს კი – 15 625.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პროკურატურამ 23 582 პირის მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, საიდანაც 35,1% საპატიმროა, ხოლო 64,9% არასაპატიმრო.

რაც შეეხება 5 ყველაზე გავრცელებულ დანაშაულს საქართველოში, რომელზეც გასულ წელს დევნა დაიწყო, პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, მუხლობრივი მონაცემებით, პირველ ადგილზეა ნარკოტიკული დანაშაული, რომელსაც ოჯახური დანაშაული და ქურდობა მოსდევს. უფრო კონკრეტულად:

ნარკოტიკული დანაშაული – დევნა დაიწყო 6 122 პირის მიმართ;
ოჯახური დანაშაული – დევნა დაიწყო 4 585 პირის მიმართ;
ქურდობა – დევნა დაიწყო 3 733 პირის მიმართ;
მუქარა – დევნა დაიწყო 2477 პირის მიმართ;
თაღლითობა – დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, 2025 წელს რეგიონულ ჭრილში დევნა ყველაზე მეტ პირზე დაიწყო თბილისში, რომელზეც დანაშაულების 33,3% (8 364 პირი) მოდის, შემდეგია აჭარა – 13.7%-ით (3 444 პირი) და ქვემო ქართლი – 9.4%-ით (2 354 პირი).

რაც შეეხება წინა წლების ანალოგიურ მონაცემებს, პროკურატურა ხაზს უსვამს სტატისტიკური მაჩვენებლების სტაბილურობას, დანაშაულის ცალკეული სახეების მიხედვით. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2023 და 2024 წლებში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა), 260-ე (ნარკოტიკული დანაშაული) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პირველ ადგილზე იყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ქურდობა), მეორე და მესამე ადგილზე კი სსკ-ის 151ე (მუქარა) და 126 (ოჯახში ძალადობა) მუხლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კატალონიის პოლიციამ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის მკვლელობის საქმეზე, მისი შვილი ჯონათან ანდიკი დააკავა
  • რას ყიდის და ყიდულობს საქართველო სამხრეთ კორეაში – ტოპ-5 პროდუქტი
  • 5 ყველაზე გავრცელებული დანაშაული საქართველოში, რომელზეც გასულ წელს დევნა დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge