Wednesday, May 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ებოლა ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს” – რას წერს ინფექცინისტი?

May 20, 2026
“ებოლა ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს” – რას წერს ინფექცინისტი?

ებოლა ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს.

“ებოლას ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ ჯანმომ ებოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც ბევრი შეაშფოთა. თუმცა, ცხადია, ჯანმოს ეს განცხადება არ ნიშნავს პანდემიას, ვირუსის გავრცელება აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანას არ გაცდენია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს.
ვირუსის გავრცელება დაიწყო კონგოში და ახლა შემთხვევები უგანდაშიც რეგისტრირდება. ამჟამინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 134 სიკვდილის შემთხვევა. 500-ზე მეტი პაციენტი საეჭვოა ებოლაზე.
ერთი პაციენტი, რომელიც არის აშშ მოქალაქე, გადაყვანილია სამკურნალოდ ბერლინში.
ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან, ასევე დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ჰაერის გზით ებოლას ვირუსი არ გადადის.
ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდეა.
სიმპტომებია ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, კუნთების და თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გამონაყარი, მძიმე შემთხვევებში სისხლდენა სხვადასხვა ორგანოდან, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა. სიკვდილობის მაჩვენებელი 25-დან 90%-დეა.
ვაქცინა არსებობს ებოლას სხვა, ზაირის ქვეტიპის წინააღმდეგ და სხვადასხვა აფეთქებების დროს ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ვაქცინა ამჟამად მიმდინარე ეპიდემიის გამომწვევი ქვეტიპის მიმართ არაეფექტურია.
წარსულში ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია იყო 2014–2016 წლებში, რომლის დროსაც ინფიცირების დაახლოებით 28 ათასი და სიკვდილის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა” – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ივნისში განსაკუთრებული იღბალი და გამართლება ელის
  • ცნობილია, ვინ არის მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა
  • “ხელისუფლება აგრძელებს მედიკამენტების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას – დიდი ხნით ლოდინის დრო არ გვაქვს” – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge