რადიო თავისუფლების ცნობით, მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ნაქირავები იყო – ავტომობილის მფლობელის ცნობით, მძღოლი საჭესთან ცუდად გახდა.
როგორც ავტომობილის მფლობელი გამოცემასთან ამბობს, მისი მშობლები მანქანას ვებსაიტის მეშვეობით აქირავებენ. ამ შემთხვევაშიც, მათთვის უცხო კაცი მათ დაუკავშირდა, რის შემდეგაც ავტომობილი მიაქირავეს; ჯერ სხვა დეტალები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ კაცის მონათხრობის თანახმად, იგი საჭესთან ცუდად გახდა და ამიტომ შეეჯახა შლაგბაუმსა და ჭიშკარს.
