თეთრი ფერის “ტოიოტა პრიუსის” მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, დაკავებულია – ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ “ტოიოტა პრიუსის”, მძღოლმა ჯერ შლაგბაუმი გადაანგრია შემდეგ კი ჭიშკარი შეანგრია.
ადგილზე მობილიზებულია სასწაფო და სამაშველო სამსახურის ავტომობილები.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი “ტოიტა პრუსის” მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
