2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებისთვის თითოეული საგნის მიხედვით პასუხების ფურცლის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
აღნიშნული მიზნად ისახავს აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ის ფორმატი, რომელშიც მათ საგამოცდო ტესტების პასუხების გადატანა მოუწევთ.
ცენტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გამოცდაზე ფასდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შესაბამისად მისი სწორად შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ნიმუშებში დეტალურად არის წარმოდგენილი თითოეული საგნის პასუხების ფურცლის სტრუქტურა. აღნიშნული მასალების წინასწარ გაცნობა აბიტურიენტებს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ საგამოცდო პროცესში, მართონ დრო და თავიდან აიცილონ ტექნიკური ხარვეზები.
