ნანუკა ჟორჟოლიანი მცხეთის იზოლატორში გადაიყვანეს – ინფორმაციას მისი შვილი მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომის გამო 3-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება გასული წლის 16 დეკემბერს ჩატარებულ საპროტესტო აქციას.
